“ქართული ოცნებამ “ ფოთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

“ქართული ოცნებამ “ ფოთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

`ქართული ოცნების~ ფოთის ადგილობრივი ორგანიზაციამ დღეს, ფოთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ინფორმაცია გაავრცელა, რომელსაც from.geუცვლელად გთავაზობთ.

 1)  3 აგვისტოს, დაახლოებით 12 საათსა და 30 წუთზე, ქალაქ ფოთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, კოალიცია `ქართული ოცნების~ ახალგაზრდული ფრთის აქტივისტებს ქუჩაში, გაზეთებისა და მოსაწვევების დარიგებისას, მიუახლოვდა ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი ირაკლი ნაჭყებია. მან ახალგაზრდებს ჯერ გამოართვა `ქართული ოცნების~ გაზეთი და მოსაწვევი, შემდგომ დახია ისინი და ახალგაზრდა გოგონებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით სახეში შეაყარა.

`ქართული ოცნების~ აქტივისტებმა პროვოკატორს თავი აარიდეს და გზა განაგრძეს. მათ აედევნა შავი ფერის ჯიპი `ტოიოტა პრადო~ სახელმწიფო ნომრით ჩჟჩ-251, რომელიც ეკუთვნის შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს. მანქანებში მსხდომებმა `ქართული ოცნების~ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც იქაურობას გაეცალნენ.

`ქართული ოცნების~ მაჟორიტარი კანდიდატის ეკა ბესელიას განცხადებით, ზემოაღნიშნული ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, რომელიც კანონით ისჯება, როგორც საარჩევნო კამპანიის ხელის შეშლა.

მსგავსი ქმედებებით ნაციონალური მოძრაობა თვითონ მოდის წინააღმდეგობაში მათ მიერ ინიცირებულ 4 პუნქტიან გეგმასთან წინასაარჩევნოდ ეთიკის დაცვის შესახებ.

        2) დღეს `ქართული ოცნების~ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ეკა ბესელიამ იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის ფოთის სამმართველოს განცხადებით მიმართა ფოთის მცხოვრებლად დარეგისტრირების თაობაზე.

ფოთელმა ილია ჯანჯღავამ სამოქალაქო რეესტრში საკუთარი ხელმოწერით დაადასტურა მის კუთვნილ საცხოვრებელ მისამართზე იერუსალიმის ქუჩა 37 `ქართული ოცნების~ მაჟორიტარი კანდიდატის ეკა ბესელიას დარეგისტრირებაზე თანხმობა.

 ასე რომ, დღეიდან `ქართული ოცნების~ მაჟორიტარი კანდიდატი ეკა ბესელია უკვე ერთ-ერთი ფოთელთაგანია“,- ნათქვამია "ქართული ოცნების" ფოთის ადგილობრივი ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.