კოფი ანანის მარცხი სირიაში

კოფი ანანის მარცხი სირიაში

BBC-ის ინფორმაციით, გაეროს გენერალური ასამბლეა მზადაა დოკუმენტი მიიღოს, სადაც ის მხარს დაუჭერს სირიის რევოლუციას. გარდა ამისა დოკუმენტში ასამბლეა გაეროს უშიშროების საბჭოს გააკრიტიკებს, რომელმაც ვერაფერი გაააკეთა სირიაში სისხლისღვრის შესაჩერებლად.

ამ დროის მონაცემებით, სირიაში 20 000 ადამიანი დაღუპული.

გაეროსა და არაბთა გაერთიანებული ლიგის სპეციალურმა წარმომადგენელმა სირიის საკითხებში კოფი ანანმა საკუთარი მარცხი ხმამაღლა აღიარა და გადადგომის შესახებაც გააკეთა.  „სირიელი ხალხი გადამწყვეტი ქმედებების მოლოდინშია, გაეროს უშიშროების საბჭო კი დამნაშავეებისა და იარლიყების მიკერებითაა დაკავებული“,-აცხადებს კოფი ანანი.