ჩინეთში მუსულმან-ექსტრემისტებს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

ჩინეთში მუსულმან-ექსტრემისტებს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

ჩინეთის სასამართლომ სინცზიანის ავტონომიური რაიონის 20 მუსულმანი ტერორიზმის ბრალდებით გაასამართლა. აქტივისტებს 15 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს და ტერორიზმში და ერებს შორის შუღლის გაღვივებაში დასდეს ბრალი.

უკმაყოფილება ჯერ კიდევ 2009 წელს დაიწყო, როდესაც სინცზიანელმა მუსულმანებმა 140 ეთნიკური ჩინელი „ჯიჰადის“ წესებით დახოცეს.

ჩინეთის ხელისუფლება არსამთავრობო ორგანიზაციებმა არაერთხელ დაადანაშაულეს ავტონომიური რაიონის მცხოვრებლებისადმი მკაცრ მოპყრობასა და ადამიანის უფლებების დარღვევაში.