იმღერებს ვალერი მელაძე   ბერასთან ერთად?

იმღერებს ვალერი მელაძე ბერასთან ერთად?

რუსული ესტრადის ცნობილი ქართველი ვარსკვლავი, მომღერალი და პროდიუსერი ვალერი მელაძე სოციალურ ქსელ „Facebook"-ში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შეუერთდა.

"ვალერი მელაძე ქართველი ხალხის გვერდით"-  მელაძეს  კახი კალაძესთან ერთად გადაღებულ სურათზე „ქართული ოცნების“ მაისურშია გამოწყობილი.  ფოტოები   კახი კალაძის "ფეისბუქის" გვერდზე  გავრცელდა.  ფოტოები დღეს ბათუმშია გადაღებული.

სოციალურ ქსელებში აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ ვალერი მელაძე ბათუმში 5 აგვისტოს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ აქციაზე ბერასთან ერთად იმღერებს.

ვალერი მელაძემ კი თავისი სოლო კონცერტი ბათუმში დიდი ხნის წინ დაგეგმა. დიდი ხანია სარეკლამო რგოლებით გვამცნობენ, რომ მელაძე პიაცაზე დღეს 21:00 საათზე იმღერებს. კონცერტის ორგანიზატორი დათო ოქიტაშვილი აცხადებდა, რომ ვალერი მელაძე ქართველ მსმენელს ბევრ სიურპრიზს ჰპირდებოდა. როგორც ჩანს, მელაძის გენერალურ სიურპრიზს, სწორედ ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა რიგების შეერთება წარმოადგენდა.