შეხვედრა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან

შეხვედრა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან

პოლიტიკური კოალიცია  „ქართული ოცნების“  ახალგაზრდული მოძრაობის წევრები დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ახალგაზრდებმა უცხოელ სტუმრებს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული მოძრაობის სტრატეგია და სამომავლო გეგმები გააცნეს.

შეხვედრას ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის წარმომადგენლები, უნგრეთის ახალგაზრდული პოლიტიკის წევრები, ასევე NDI-ის და IRI-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კოალიციის ახალგაზრდული მოძრაობის წევრებმა შეხვედრაზე ახალგაზრდობასთან მიმართებაში დღეს არსებული სახელმწიფო პოლიტიკა გააკრიტიკეს, ისაუბრეს პოლიტიკური ნიშნით ახალგაზრდების დევნისა და ზეწოლის ფაქტებზე.

კოალიცია  „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერის ცოტნე ზურაბიანის განცხადებით, საერთაშორისო ორგანიზაციები წინასაარჩევნო კამპანიის დროს გამოვლენილ ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის სახელზე რეკომენდაციებს შეიმუშავებენ. 

მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ახალგაზრდებმა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ასევე კონკრეტული ინფორმაცია მიაწოდეს იმის შესახებ, თუ რა ბარიერები და პრობლემები ექმნებათ განსხვავებული აზრის მქონე ახალგაზრდებს.