მაია ფანჯიკიძე:  ეს არ ნიშნავს, რომ ვინმე გუნდს დატოვებს ან შეხედულებას იცვლის

მაია ფანჯიკიძე: ეს არ ნიშნავს, რომ ვინმე გუნდს დატოვებს ან შეხედულებას იცვლის

"ქართული ოცნების“ პრესსპიკერის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, შესაძლოა  კოალიციის მაჟორიტარი კანდიდატები  გუნდის შიგნით ტექნიკური გადაადგილების გამო შეიცვალოს. 

ამის შესახებ ფანჯიკიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კოალიციის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომლის თქმითაც, შესაძლოა, კოალიციის ზოგიერთი მაჟორიტარი კანდიდატი შეიცვალოს.

„ამ ეტაპზე კონკრეტულად არავიზე საუბარი არ არის. ეს არის სამუშაო პროცესი. ჩვენ დასახელებული გვყავს 69 კანდიდატი, 5 დაგვრჩა დასასახელებელი და ესეც უახლოეს პერიოდში მოხდება..  არსებული ვითარებიდან გამომდინარე, შესაძლოა, ადამიანებს ფუნქციები შეეცვალოს .ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმე გუნდს ტოვებს, ან შეხედულებას იცვლის. ეს იქნება მხოლოდ ტექნიკური ხასიათის ცვლილება",- განაცხადა ფანჯიკიძემ.

მისი თქმით, კოალიციის შტაბში ბევრი გამოცდილი და სახელოვანი ადამიანია, რომელსაც ნებისმიერ ოლქში, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, მაჟორიტრობა თავისუფლად შეეძლო.

მისივე თქმით, თავად მასაც შეეძლო ყოფილიყო მაჟორიტარობის კანდიდატი, თბილისში ან ამბროლაურში, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებით არსებული ფუნქციის შესრულება დაეკისრა.

„ჩემ თავსაც ამ ადამიანების რიგს მივაკუთნებ, რადგან მეც შემძლო როგორც თბილისში, ასევე ამბროლაურში მაჟორიტარ კანდიდატად მეყარა კენჭი. თუმცა, რაღაც ეტაპზე მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ აქ ვიდგე და თქვენს კითხვებს ვცემდე პასუხს“ - მიმართა ჟურნალისტებს კოალიციის პრესსპიკერმა.

ფანჯიკიძემ ხაზგასმით აღნიშნა,  იმ შემთხვევაში მოხდება გადაადგილება, თუ რომელიმე მაჟორიტარობის კანდიდატს უფრო მნიშვნელოვანი ფუნქცია დაეკისრება.

„ეს არ ნიშნავს, რომ ვინმე გუნდს დატოვებს ან შეხედულებას იცვლის. ეს შეიძლება იყოს მხოლოდ ტექნიკური გადაადგილება“ - აღნიშნა ფანჯიკიძემ.

ცნო მედიაკავშირ "ობიექტივის" ჟურნალისტ ირმა ინაშვილისთვის მიცემულ ინტერვიუში, კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ არ არის გამორიცხული  მაჟორიტარობის კანდიდატების  შეცვლა.