მუსულმანებმა ეგვიპტეში კოპტების ეკლესიაზე თავდასხმა განახორციელეს

მუსულმანებმა ეგვიპტეში კოპტების ეკლესიაზე თავდასხმა განახორციელეს

ეგვიპტეში შეტაკება რელიგიურ ნიადაგზე მოხდა- ქრისტიანებთან ბრძოლაში დაღუპული მუსლიმის შურისაძიებლად, მუსლიმები ქრისტიანულ ეკლესია დაესხნენ  თავს.

ქაიროს თან ახლომდებარე სოფლის ეკლესიაზე თავდასხმის შედეგად, დაშავებულია 16 ადამიანი, მათ შორის 10 პოლიციელი, გადამწვარია ქრისტიანთა სახლები.

ჰოსნი მუბარაქის გადაყენებისა და ხელისუფლების სათავეში „ძმები მუსლიმების“ წევრის მოჰამედ მურსის მოსვლის შემდეგ, ეგვიპტელ კოპტებზე მუსლიმთა ძალადობისა და თავდასხმის ფაქტები გახშირდა.