ზურაბ ხარატიშვილი: ცესკო არჩევნების სრულფასოვნად ჩასატარებლად მზადაა

ზურაბ ხარატიშვილი: ცესკო არჩევნების სრულფასოვნად ჩასატარებლად მზადაა

ცესკო-ს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი  სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ პირველი ოქტომბრის არჩევნების სრულფასოვანად ჩასატარებლად,  ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაცია ყველა დონეზე მზადაა.

„ჩვენ გვქონდა საკმარისი დრო,  საკმარისი ფინანსური, მატერიალური თუ ადამიანური რესურსი, რომ ამ პროცესის ორგანიზება კარგად გაგვეკეთებინა“, - განაცხადა  ხარატიშვილმა.

მისი თქმით, ის, რომ არჩევნების დღე ორშაბათია და საზღვარგარეთ ეს დღე სამუშაო დღე იქნება,  სავარაუდოდ, არჩევნების შედეგზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს. ხარატიშვილის თქმით, საზღვარგარეთ არსებობს პრაქტიკა, რომ არჩევნები სამუშაო დღეს იყოს.

ცესკო-ს თავმჯდომარის ინფორმაციით, ამ დროისთვის ცესკო-ში განაცხადი 32 პოლიტიკურ პარტიას აქვს შეტანილი, მათ შორის 5 უკვე დარეგისტირებულია. არაკვალიფიციური სუბიექტებისთვის განაცხადის შეტანის ვადა უკვე ამოიწურა.

რაც შეეხება იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომელთაც პარლამენტში წარმომადგენელი ჰყავთ, განაცხადის შეტანის ვადა 5 აგვისტოს 18.00 საათამდე აქვთ.