ზვიად ძიძიგური: სააკაშვილს არჩევნებში დამარცხების  პანიკურად ეშინია

ზვიად ძიძიგური: სააკაშვილს არჩევნებში დამარცხების პანიკურად ეშინია

კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრის ზვაიდ ძიძიგურის განცხადებით, მიუხედავად იმის, რომ არჩევნები ოქტომბრის პირველ რიცხვში დაინიშნა და აგვისტო „პოლიტიკურად არააქტიური“ თვეა, ეს ზაფხული გამონაკლისად აქტიური იქნება, „ქართულ ოცნება“ კი არჩვნებისთვის მზად არის.  

„ჩვენ ვიცოდით, რომ არჩევნები 1 ოქტომბერს დაინიშნებოდა, ამიტომ ყველაფერი მზად და გაწერილი გვაქვს.  სააკაშვილს არჩევნებში დამარცხების  პანიკურად ეშინია, ამიტომ მისი ტაქტიკა არის ის, რომ საარჩევნო კამპანიის სოლიდური ნაწილი აგვისტოზე მოვიდეს. მისი ტაქტიკის გამოცნობა ძნელი არ იყო. ჩვენთვის ეს ამბავი არც განსაკუთრებულია და არც მოულოდნელი. მთელმა მსოფლიომ კიდევ ერთხელ დაინახა, რომ სააკაშვილი აიძულებს საქართველოს არჩევნები ჩაატრდეს მაშინ, როცა მოსახლეობა დასასვენებლადაა წასული.

რაც შეეხება იმას, რომ აგვისტოს თვე ზოგადად პოლიტიკურად არა აქტიურია, ეს ზაფხული განსაკუთრებულია, ძალიან აქტიურია ივლისიც და აგვისტოც, ამიტომ გარწმუნებთ, რომ რაც არ უნდა ხრიკები მოიგონის სააკაშვილმა, „ქართული ოცნება“ არჩევნებში გამარჯვებას მაინც შეძლებს“,-აცხადებს ზვიად ძიძიგური.