კემერონს იმედი აქვს, რომ პუტინს დაარწმუნებს

კემერონს იმედი აქვს, რომ პუტინს დაარწმუნებს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შვიდი წლის შემდეგ ბრიტანეთის დედაქალაქის სტუმრობას აპირებს. ძიუდოში შავი ქამრის მფლობელი პუტინი რუს ძიუდოისტებს უგულშემატკივრებს ლონდონის ზაფხულის ოლიმპიადაზე.

ლონდონში რუსეთის პრემიერის დიდი მოლოდინი აქვთ. ბრიტანეთის პრემიერმინისტრს დევიდ კემერონს იმედი აქვს, რომ სირიის საკითხებთან დაკავშირებით, პუტინის დარწმუნებას შეძლებს.

„იმედი მაქვს, მოსკოვის კარგად არგუმენტირებულ, ზუსტ პოზიციას გავიგებთ სირიასთან დაკავშირებით“,-განაცხადა კემერონმა.