Amnesty International  სირიის ხელისუფლებას კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულში ადანაშაულებს

Amnesty International სირიის ხელისუფლებას კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულში ადანაშაულებს

საერთაშორისო სამართალდამცავი ორგანიზაცია Amnesty International სირიის ხელისუფლებას ალეპოსა და სირიის სხვა ქლაქებში, კაცობრიობის წინაშე ჩადენილ სისხლისმელ დანაშაულში ადანაშაულებს.

ორგანიზაციის ახალ მოხსენებაში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, ნათქვამია რომ საერთაშორისო საზოგადოებამ საერთაშორისო სასამართლოს უნდა მიმართოს სირიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკაშირებით. მოხსენებაში საუბარია, რომ სირიის ხელისუფლება მიზანმიმართულად ხოცავს არა მარტო უდანაშაულო მოქალაქეებს, არამედ მოხუცებსა და ბავშვებს და მოუწოდებს სირიის ხელისუფლებას სასწრაფოდ შეწყვიტოს უდანაშაულო მოქალაქეების ხოცვა-ჟლეტვა.