დუშეთში მომხდარი ავარიის შედეგად, დაშავებული მოზარდების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

დუშეთში მომხდარი ავარიის შედეგად, დაშავებული მოზარდების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

დუშეთში მომხდარი ავარიის შედეგად,  დაშავებული მოზარდები ამ დრომდე კლინიკაში რჩებიან, თუმცა ექიმების თქმით, მოზარდების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ავარიის შედეგად 17 ბავშვი დაშავდა, აქედან 3 გოგონა ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოში გადაიყვანეს. დანარჩენი დაშავებულები რკინიგზის, მცხეთისა და დუშეთის საავადმყოფოებში არიან გადანაწილებული.

შეგახსენებთ, რომ შატილიდან თბილისისკენ მომავალი ახალგაზრდებით სავსე მიკროავტობუსი, რომლითაც 43-ე საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ექსკურსიიდან შინ ბრუნდებოდნენ, დუშეთის რაიონის სოფელ ხახმატთან ხრამში გადავარდა.