შატილიდან თბილისისკენ მომავალი მიკროავტობუსი ხრამში გადავარდა

შატილიდან თბილისისკენ მომავალი მიკროავტობუსი ხრამში გადავარდა

 უბედური შემთხვევა  ბარისახოს თემის ერთ-ერთ სოფელთან მოხდა. მიკროავტობუსში 16 ადამიანი იმყოფებოდა. 

მიკროავტობუსში მყოფნი შატლში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ  და  თბილისში ბრუნდებოდნენ. სულ ტრანსპორტში 16 ადამიანი იმყოფებოდა - 12 ახალგაზრდა 17-დან 20 წლამდე და 4 მშობელი.

 წინასწარი ინფორმაციით, შედარებით მძიმეა ორი ახალგაზრდის მდგომარეობა. დაშავებულები მცხეთის საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

"დაშავებულები მცხეთის საავადმყოფოში გადაგვყავს. ადგილზე იმყოფებიან სამაშველო და სასწრაფო დამხარების სამსახურების წარმომადგენლები. მიკროავტობუსში მყოფნი შატლში იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე და თბილისში ბრუნდებოდნენ. ყველა დაზარალებული საავადმყოფოში გადაგვყავს სადაც მათ პირველადი გამოკველვა ჩაუტარდებათ", - განუცხადა  from.ges დუშეთის გამგებელმა ბესო შაღაშვილმა.

მისივე თქმით, მიკროავტობუსის ხრამში გადავრდნის მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია.