თეონა აქუბარდია: ინსტიტუტის  ანგარშების დაყადაღების მიზეზი, პოლიტიკური მოტივები არ უნდა იყოს

თეონა აქუბარდია: ინსტიტუტის ანგარშების დაყადაღების მიზეზი, პოლიტიკური მოტივები არ უნდა იყოს

საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის საბჭოს ხელმძღვანელი, თეონა აქუბარდია  თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ,  საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის საბანკო ანგარიშების პოლიტიკური მოტივით დაყადაღებას გამორიცხავს  და აცხადებს, რომ ამ დაყადაღების არანაირი ხელშესახები მიზეზი არ არსებობს.

შესაბამისად, მისი თქმით, ამ ეტაპზე,  რეალური მოტივი,  თუ რის გამო მოხდა ორგანიზაციის ანგარიშების დაყადაღება არ გააჩნია და აღნიშნავს, რომ ამ დაყადაღებით,  ინსტიტუტის საქმიანობის გაგრძელება საფრთხის ქვეშაა.

„ინსტიტუტის თანამშრომლები დარჩნენ ხელფასის გარეშე,  ასევე ინსტიტუტს ჰქონდა შეუსრულებელი ფინანსური ვალდებულებები მოწვეულ ექსპერტებთან მიმართებაში,  რომლებიც  საკონტრაქტო პრინციპით მუშაობდნენ.  ინსტიტუტი  წმინდა წყლის სამეცნიერო ხასიათით მუშაობდა, გამოცემული გვაქვს 8 ბროშურა,  ვატარებდით კონფერენციებსა და შეხვედრებს, სადაც როგორც ოპოზიციის ისე ხელისუფლების წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსიის წარმომადგენლებს ვიწვევდით. ინსტიტუტის საქმიანობა ყველასთვის გამჭირვალე იყო“, - განაცხადა აქუბარდიამ.

რაც შეეხება,  ინსტიტუტში გია ხუხაშვილისა და ვახტანგ ხმალაძის საქმიანობას,  აქუბარდია აცხადებს, რომ მათ ინსტიტუტი რამდენიმე თვის წინ დატოვეს.

„ბატონი გია ხუხაშვილი დამფუძნებელია, თუმცა  მარტის თვეში დატოვა, როგორც საბჭოს შემადგენლობა ისე თავმჯდმორის  პოსტი,  რომ არ ყოფილიყო საუბრები,  რომ ინსტიტუტს კავშირი ამა თუ იმ პოლიტიკურ გაერთიანებასთან ჰქონდა. რაც შეეხება,  ვახტანგ ხმალაძეს მანაც  საბჭოს შემადგენლობა და იურიდიული დეპარტამენტის  პოსტი დატოვა. შესაბამისად, ამ შემთხვევაში,  დაყადაღების მიზეზი პოლიტიკური მოტივები არ უნდა იყოს“, - განაცხადა აქუბარდიამ.

მისივე თქმით, მათ ინტერესებს სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) დაიცავს.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს განვითარების კვლევით ინსტიტუტს საბანკო ანგარიშები დაუყადაღდა.

ინსტიტუტის საბჭოს ხელმძღვანელის თეონა აქუბარდიას განცხადებით, იგი ბანკში სრულიად სხვა მიზეზით მივიდა, თუმცა ინსტიტუტის ანგარიშით ფინანსური ოპერაციის განხორციელება ვერ მოახერხა.

ცნობისთვის, ხვალ, 12.00 საათზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის ოფისში პრესკონფერენცია გაიმართება, რომელზეც საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან.