იულია ტიმოშჩენკოს მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის ხელჩართული ბრძოლა გაიმართა

იულია ტიმოშჩენკოს მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის ხელჩართული ბრძოლა გაიმართა

ხარკოვის სააპელაციო სასამართლოს წინ დაახლოებით 2500 ადამიანია შეკრებილი. სასამართლო რუსულ ელექტროენერგიასთან დაკავშირებულ ტიმოშჩენკოს ფინასურ მაქინაციებს განიხილავს.

უკრაინის ექსპრემიერის მოწინააღმდეგეებსა და მომხრეებს შორის შეხლა-შემოხლა უკვე გაიმართა. პოლიციამ შეძლო ხელჩართული ბრძოლის აღკვეთა, რამდენიმე აქტივისტი დაპატიმრებულია.  ამჯერად მათ შორის პოლიციის კორდონები დგას, რომლებიც მოწინააღმდეგეებს ერთმანეთთან მიახლოების საშუალებას არ აძლევენ.

შავ მაისურებში გამოწყობილი ტიმოშჩენკოს მოქინააღმდეგენი მოედნის მხარეს არიან შეკრებილნი ლოზუნგებით „იულია ქურდი“, „ქურდის ადგილი ციხეშია“. ტიმოშჩენკოს მომხრეები  კი „ბატკოვშჩინას“ დროშებით და მაისურებით ტიმოშჩენკოს გათავისუფლებას ითხოვენ.