ნაციონალები პოლიტიკური რეკლამით „ქართულ ოცნებას“ მიმართავენ

ნაციონალები პოლიტიკური რეკლამით „ქართულ ოცნებას“ მიმართავენ

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" სპეციალური პოლიტიკური სარეკლამო რგოლი მოამზადა. დღეიდან სხვადასხვა ტელევიზიაში „ნაციონალური მოძრაობის“ ფასიანი პოლიტიკური რეკლამა გავა და ამ რეკლამის საშუალებით ნაციონალური მოძრაობა „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს შეუერთდეს სპეციალურ დეკლარაციას.

 რეკლამას პრეზენტაცია დღეს პარტიის ოფისში მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა მიხეილ მაჭავარიანმა მოახდინა.

 ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კიდევ ერთხელ მოუწოდებს კოალიცია „ქართულ ოცნებას“ შეუერთეს სპეციალურ დეკლარაციას, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაახლოებით 2 კვირის წინ შეიმუშავეს და გამოაქვეყნეს.

„ძალიან სამწუხაროა, რომ სწორედ „ქართული ოცნება“ არ იზიარებს ამ დოკუმენტებს. ჩვენ მოვამზადეთ პოლიტიკური რეკლამა, სადაც კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“ და ქართულ საზოგადოებას ვთხოვთ ყურადღება მიაქციონ თუ რატომ არ უერთდება  „ქართული ოცნება“ ამ  აღიარებულ პრინციპებს, რომ საქართველოში ჩატარდეს თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები“, - აღნიშნა მიხეილ მაჭავარიანმა.