საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტუტუტის ანგარშები დაყადაღებულია

საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტუტუტის ანგარშები დაყადაღებულია

თბილისის საქალაქო სასამართლომ  საქართველოს განვითარების კვლევით ინსტიტუტს საბანკო ანგარიშები დაუყადაღდა.

ინსტიტუტის საბჭოს ხელმძღვანელის თეონა აქუბარდიას განცხადებით, იგი ბანკში სრულიად სხვა მიზეზით მივიდა,  თუმცა ინსტიტუტის ანგარიშით ფინანსური ოპერაციის განხორციელება ვერ მოახერხა.

მისივე თქმით, ამ ანგარიშების დაყადაღება ყოველგვარი ახსნა- განმარტებების გარეშე მოხდა.

 „მიზეზის გარკვევას შევეცადე, ბანკმა წერილობით მიპასუხა და მითხრეს,  რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით ანგარიში დაყადაღებული იყო. ამის შემდეგ სასამართლოსაც მივმართე, საიდანაც სრულიად გაურკვეველი პასუხი მივიღე. წარმოდგენა არ მაქვს, რის საფუძველზე მიიღო სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება“, - განაცხადა აქუბარდიამ.

ცნობისთვის,  ხვალ, 12.00 საათზე აღნიშნულ საკითხთან  დაკავშირებით,  საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის ოფისში პრესკონფერენცია გაიმართება, რომელზეც საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან