შალვა თადუმაძე: ნიკოლოზ მარგველაშვილმა უნდა განმარტოს, რის საფუძველზე  დაბლოკა  კალაძის საქმის სააპელაციო ინსტანციაში განხილვა

შალვა თადუმაძე: ნიკოლოზ მარგველაშვილმა უნდა განმარტოს, რის საფუძველზე დაბლოკა კალაძის საქმის სააპელაციო ინსტანციაში განხილვა

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრის კახი კალაძის ადვოკატი შალვა თადუმაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს თანამშრომელ ნიკოლოზ მარგველაშვილისგან კალაძის საჩივრის საპასუხო წერილთან დაკავშირებით განმარტებას  ითხოვს. შესაბამისად, ის დღეს საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართავს.

„ნიკოლოზ მარგველაშვილმა უნდა განმარტოს,  თუ რა უფლებამოსილების ფარგლებში განახორციელა ქმედება,  რის საფუძველზეც კახი კალაძეს საბანკო ანგარიშების დაყადაღების გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება ჩამოერთვა“, - განაცხადა თადუმაძემ.

შეგახსენებთ, პოლიტიკური კოალიცია  „ქართული ოცნების“  ერთ-ერთი ლიდერის კახა კალაძის საქართველოში არსებული საბანკო ანგარიშები თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე 26 ივლისს დააყადაღა. ადვოკატმა შალვა თადუმაძემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა.

პროკურატურამ კალაძის ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით, ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც, კახი კალაძის საბანკო ანგარიშებზე ბოლო დროს ფულის საეჭვო დარიცხვა-გადინების ფაქტები დაფიქსირდა.

კახი კალაძის ანგარიშების დაყადაღების გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოში საჩივარი 27ივლისს შევიდა. საჩივრის განხილვისთვის სააპელაციო სასამართლოს 48 საათიანი ვადა ჰქონდა. ვადის ამოწურვამდე, კალაძის ადვოკატმა წერილი მიიღო თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის თანამშრომელ ნ, ნიკოლოზ მარგველაშვილისგან.