მოსკოვში ბორის პასტერნაკის ვაჟი გარდაიცვალა

მოსკოვში ბორის პასტერნაკის ვაჟი გარდაიცვალა

 მოსკოვში, 88 წლის ასაკში ცნობილი მწერლის, ბორის პასტერნაკის და ცნობილი მხატვრის ევგენია ლურეს ვაჟი, ევგენი პასტერნაკი გარდაიცვალა. ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ ტრეტიაკოვის გალერეის თანამშრომელმა ტატიანა ლევინამ სოციალურ ქსელ ფეისბუქის საშუალებით გაავრცელა.

88 წლის ლიტერატურათმცოდნემ, საკუთარი შრომების უდიდესი ნაწილი მამის შემოქმედებას მიუძღვნა. სწორედ ის იყო ავტორი პასტერნაკის ბიოგრაფიისა, რომელიც პირველად გამოიცა. მან ასევე რედაქტირება გაუკეთა და კომენტარები დაურთო მწერლის ნაწარმოებების 11 ტომეულს.

ევგენი პასტერნაკი 1923 წელს დაიბადა. ის ბორის პასტერნაკის უფროსი ვაჟიშვილი იყო პირველი ქორწინებიდან. ბორის პასტერნაკი და  ევგენია ლურე ერთმანეთს 1931 წელს დაშორდნენ