ამერიკა ირანის წიანაღმდეგ სანქციებს ამკაცრებს

ამერიკა ირანის წიანაღმდეგ სანქციებს ამკაცრებს

ამერიკის კონგრესის ორივე პალატამ ხმა მისცა ირანის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას.  ამერიკელებს იმედი აქვთ, რომ სენატში დოკუმენტი 6 აგვისტოს შემდეგ წავა.

Reuters-ის ინფორმაციით, ძალიან გამკაცრდება დამსჯელი ღონისძიებები ირანის ნავთობის შესყიდვის შემთხვევაში, რადგან ამერიკული მხარე დარწმუნებულია, რომ ირანი ნავთობიდან მიღებული შემოსავლით, ატომურ პროგრამას აფინანსებს.

ამერიკამ ირანის წინააღმდეგ სანქციები 2012 წლის დასაწყისში გაამკაცრა. ირანული ნავთობის შესყიდვა აკრძალა ევროკავშირმაც 1 ივლისიდან. როგორც ტრეიდერები აცხადებენ, ირანში ნავთობის მოპოვება ბოლო 20 წლის მანძილზე, ასე მინიმუმამდე არ დასულა.