ამერიკამ ერაყში 206 მილიონი დაკარგა

ამერიკამ ერაყში 206 მილიონი დაკარგა

ამერიკული აუდიტორული კომპანიის მიერ ჩატარებულმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ამერიკამ 206 მილიონი დოლარი ერაყში „ტყუილუბრალოდ დაკარგა“. ეს თანხა გამოყოფილი იყო ერაყელი პოლიციელების ტრეინიგებისა და სწავლებისთვის.

აუდიტორული კომპანიის ინსპექტორის განმარტებით, ერაყის ხელისუფლებამ წერილობითი თანხმობა არ გადასცა აშშ-ს ,რომ ამ თანხებს პოლიციელების სწავლებისთვის დახარჯავდა. „პირველ რიგში კი საჭირო იმ ქვეყნის თანხმობა, რომლის დასახმარებლადაც ეს თანხები იხარჯება“,-ნათქვამია კომპანიის მოხსენებაში.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი კი ამ თანხებს დაკარგულად სულაც არ მიჩნევს. „ ჩვენ გავაგრძელებთ ამ პროგრამის დაფინანსებას და 2013 წლისთვის ამერიკა კიდევ გამოუყოფს დაფინანსებას ერაყს“,-აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი კეროლ პერესი.