ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნებამდე 100 დღეზე ცოტა ნაკლები დარჩა. ექსპერტები აცხადებენ, რომ მათ შორის ანგარიში საყაიმოა. თუმცა რესპუბლიკელთა ყრილობისა და რომნის საარჩევნო გამოსვლის და შემდეგ კი უკვე დემოკრატთა ყრილობისა და ობამას საარჩევნო მიმართვის შემდეგ, ანგარიში აშკარად უნდა შეიცვალოს.
ექსპერტთა ნაწილი თვლის, რომ ანგარიში შეიძლება ყრილობის შემდეგ მხოლოდ მნიშვნელოვნად შეიცვალოს, მეორე ნაწილს კი მიაჩნია, რომ რომნის მსოფლიო ტურნე რესპუბლიკელთა სასარგებლოდ ბევრს ვერაფერს შეცვლის, რადგან „ებრაელი, სამი წელი კომაში უნდა იყოს, რომ ობამას გადარჩევას მისცეს ხმა“,-აცხადებენ ისინი და ამატებენ, რომ ევროპასაც მშვიდი დემოკრატები ურჩევნია რადიკალ რესპუბლიკელებს.
თუმცა, მთავარია ვის აირჩევს ამერიკელი ამომრჩეველი.