ემიგრანტების პროტესტი: მოვითხოვთ  მაქსიმალურად გამარტივდეს  საარჩევნო პროცესში ჩართვა

ემიგრანტების პროტესტი: მოვითხოვთ მაქსიმალურად გამარტივდეს საარჩევნო პროცესში ჩართვა

გერმანიის ქალაქ მიუნხენში ქართველმა ემიგრანტებმა საქართველოს საკონსულოსთან თეატრალიზებული აქცია გამართეს.

აქციის ორგანიზატორები საქართველოს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისათვის საქართველოს საკონსულოებში აღრიცხვის პროცედურის გამარტივებას მოითხოვდნენ.

ქართველები გერმანიაში საქართველოს საკონსულოსთან შეიკრიბნენ და გრიგოლ ვაშაძეს ახალი ბრძანების გაუქმება  მოსთხოვეს, რომლითაც უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს არჩევნებში მონაწილეობის პროცედურა გაუმკაცრდათ. ანუ საკონსულო აღიცხვების შესახებ ბრძანებაში ცვლილება შევიდა, შედეგად ემიგრანტებმა ხმის მისაცემად საკონსულოში საცხოვრებელი ადგილიდან ცნობა უნდა წარადგინოს. ამ ცვლილებას გერმანიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეეები საარჩევნო უფლების შეზღუდვად აფასებენ.

"ვაპროტესტებთ ბრძანებულებას, რომლის მიხედვითაც გართულდა საკონსულო აღრიცხვაზე ასვლა, და შესაბამისად მნიშვნელოვნად შეიზღუდა ჩვენი არჩევნებში მონაწილეობა. მოვითხოვთ სასწრაფო რეაგირებას, რათა მაქსიმალურად გამარტივდეს ემიგრანტების საარჩევნო პროცესში ჩართვა"- აცხადებენ ქართველი ემიგრანტები.

ანალოგიური მოთხოვნით საქართველოს ხელისუფლებას იტალიასა და საბერძნეთში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმაც მიმართეს.