ვიქტორ დოლიძე: არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების ნაკლებობა არ გვექნება

ვიქტორ დოლიძე: არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების ნაკლებობა არ გვექნება

პოლონეთიდან ახლახანს დაბრუნებული კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი, ვიქტორ დოლიძე აცხადებს, რომ კოალიცია ძალიან  სკრუპულოზურად მუშაობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და  სხვადასხვა სახელმწიფოების საგარეო უწყებებთან თუ საკანონმდებლო ორგანოებთან და მიაჩნია, რომ არჩევნებზე საქართველოში საერთაშორისო დამკვირვებლების ნაკლებობა არ იქნება.

„ მე ახლახანს ჩამოვედი ვარშავიდან, შევხვდი საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, პარლამენტის წევრებს. მინდა გითხრათ, რომ გრძელვადიანი საარჩევნო დამკვირვებლების მისია ჩამოვა ოდირიდან სულ მალე 28 კაცის შემადგენლობით, ამას მოჰყვება 350-კაციანი დელეგაცია ისევ  ოდირიდან, ჩამოვლენ ეუთო-სა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეების წარმომადგენლები, პლუს დამოუკიდებელი დამკვირვებლები, მაგალითად, პოლონეთი თავის დამკვირვებლებს აგზავნის და ა.შ.  მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვმუშაობთ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და შემიძლია გითხრათ, რომ არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების ნაკლებობა არ გვექნება.

ხელისუფლებას რომ არ გააჩნია იმის სურვილი, რომ ბევრი დამკვირვებელი ჩამოვიდეს, ეს ისედაც ცხადია. მინდა გითხრათ, რომ კოალიცია ამ თემაზე ძალიან სკრუპულოზურად მუშაობს და იმ მონაცემებით, რაც ახლა გაგვაჩნია, საერთაშორისო დამკვირვებლები საქართველოში საკმაოდ იქნებიან“,-აცხადებს დოლიძე.