„ქართული ოცნების“ ლანჩხუთის ორგანიზაციის წევრები პირადი საბანკო ანგარიშიდან თანხის გამოტანას ვერ ახერხებენ

„ქართული ოცნების“ ლანჩხუთის ორგანიზაციის წევრები პირადი საბანკო ანგარიშიდან თანხის გამოტანას ვერ ახერხებენ

პოლიტიკური კოალიცია  „ქართული ოცნების“  25-მდე წევრი და „კარდაკარის“ მონაწილეები  ამ დრომდე,  პირადი საბანკო ანგარიშიდან თანხის გამოტანას და საჭიროებისამებრ გამოყენებას ვერ ახერხებენ. შესაბამისად,  „ქართული ოცნების“ ლანჩხუთის ორგანიზაციის წევრები, რომელთაც პირადი საბანკო ანგარიშებით სარგებლობის საშუალება არ ეძლევათ, სასამართლოსთვის მიმართვას აპირებენ.

კოალიციის ლანჩხუთის ორგანიზაციის კოორდინატორის სილოვან ბოლქვაძის განცხადებით,  თავდაპირველად, მათ „საქართველოს ბანკში“  განუცხადეს, რომ ანგარიშები დაყადაღებული იყო, მოგვიანებით აუხსნეს, რომ პრობლემა ტექნიკური ხარვეზით იყო გამოწვეული, ახლა კი ამბობენ, რომ ტექნიკური ხარვეზია.

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ტექნიკური ხარვეზი გამოსწორებადი უნდა იყოს, მით უმეტეს, თუ ეს ბანკომატის ბრალია. ორგანიზაციის წევრებს საშუალება არ ეძლევათ, თანხა პირადი პრობლემების მოსაგვარებლად გამოიყენონ. მე პირადად, ამავე ბანკში მაქვს სესხი, რომელსაც ვერ ვფარავ. ამის გამო პროცენტი მემატება და ჯარიმა მერიცხება“, - განაცხადა ბოლქვაძემ.