დარჩიაშვილის მტკიცებით, დამკვირვებლებთან დაკავშირებით ხელისუფლება საერთაშორისო ვითარებას ითვალისწინებს

დარჩიაშვილის მტკიცებით, დამკვირვებლებთან დაკავშირებით ხელისუფლება საერთაშორისო ვითარებას ითვალისწინებს

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის დავით დარჩიაშვილის თქმით, იმისათვის რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებელთა მაქსიმალური რაოდენობა ჩამოვიდეს, ხელისუფლება საერთაშორისო ვითარებას ითვალისწინებს.

 დავით დარჩიაშვილის თქმით, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების პარალელურად არჩევნები სექტემბრის ბოლოს – ბელარუსში და ოქტომბერში  უკრაინაში ტარდება, ამიტომ არჩევნებზე დასასწრებად სადამკვირვებლო მისიების ვიზიტების შეთანხმებას დიდი დრო მიაქვს.

ჟურნალისტებთან საუბარში კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ოქტომბრის დასაწყისში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაც უნდა გაიმართოს, რომელსაც დიდი საერთაშორისო ფორუმი მოსდევს. მასში  მონაწილეობას გეგმავენ ასევე  ევროპელი დეპუტატები.

 საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში უნდა გაიმართოს. არჩევნების ზუსტი დრო ამ დრომდე ცნობილი არ არის.