მამუკა კაციტაძე: „კარდაკარ“ სამუშაოების შემაჯამებელი ღონისძიება ხვალ გაიმართება

მამუკა კაციტაძე: „კარდაკარ“ სამუშაოების შემაჯამებელი ღონისძიება ხვალ გაიმართება

ამომრჩეველთა სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარის მამუკა კაციტაძის განცხადებით,  სიების დაზუსტების კომისია დღეს გაწეული მუშაობის შედეგების შემაჯამებელ სხდომას მართავს.

 „შედეგების შემაჯამებელ ღონისძიებას ხვალ, „ქორთიარდ მარიოტში“ გავმართავთ,  რომელსაც დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან. პირველი აგვისტოდან კომისია ახალ ეტაპს დაიწყებს და სიებში შესწორებებს ამომრჩეველთა მიმართვების საფუძველზე შეიტანს. ეს ეტაპი პირველ სექტემბრამდე გაგრძელდება. კომისია საბოლოო სიას კანონით გათვალისწინებულ ვადებში, არჩევნებამდე ორი კვირით ადრე წარმოადგენს“, - განაცხადა კაციტაძემ.