ლეონ პანეტა: ალეპო ასადის კუბოს ლურსმანია

ლეონ პანეტა: ალეპო ასადის კუბოს ლურსმანია

ამერიკის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ალეპო როგორც აჯანყებულებისთვის, ასევე ბაშარ ასადის რეჟიმისთვის უმნიშვნელოვანესი ქალაქია.

„ალეპო პრეზიდენტ ასადის სისხლიანი რეჟიმის ძალადობის კიდევ ერთი გამოვლინებაა. თუ ასადი  კიდევ გააგრძელებს ბრძოლებს ალეპოში, მაშინ ის ნამდვილად გახდება ლურსმანი მის კუბოზე“,-განუცხადა პანეტამ ჟურნალისტებს აეროპორტში.

პენტაგონის შეფი ტუნისში, ეგვიპტეში, ისრაელსა და იორდანიში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა.

ამერიკა კი ისევ ითხოვს უმწვავეს სანქციებს სირიის წინააღმდეგ და მერამდენედ აცხადებს, რომ სირიაში შეჭრის გეგმა მას უკვე მზად აქვს.