რატომ ჯობია ლეონიდ თიბილოვი მიხეილ სააკაშვილს?

რატომ ჯობია ლეონიდ თიბილოვი მიხეილ სააკაშვილს?

სამხრეთ ოსეთის დეფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის პრეზიდენტობიდან 100 დღე გავიდა. ერთ-ერთი ოსური საიტი სტატიას უძღვნის თიბილოვის 100 დღეს და მიხეილ სააკაშვილთან თიბილოვის უპირატესობას აღნიშნავს.  From.ge სტატიის მცირე ნაწილს  გთავზობთ.

„ლეონიდ თიბილოვის ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად, განსხვავებით საქართველოსგან, კოალიციური მათვარობის შექმნა შეიძლება ჩაითვალოს.  ეს დასავლეთში კარგად მიღებული პრაქტიკაა, განსხვავებით პოსტაბსჭოთა ქვეყნებისგან.

ბოლო 15 წლის მანძილზე პირველად, სამხრეთ ოსეთში არსებული ყველა პოლიტიკური ძალა კოალიციური მთავრობაშია შესული. მათ მიეცათ საშუალება ერთად ემუშავათ ქვეყნის საკეთილდღეოდ.

განსხვავებით ჩვენი მეზობელი საქართველოსგან, რომელიც წლების განმავლობაში, დასავლეთის „პიარშიკების“ დახმარებით, დემოკრატიის შუქურადაა მიჩნეული, ვერ დაინახავ მთავრობაში სხვაგვარად მოაზროვნეს ან სხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენელს. მთავრობის ყველა წარმოამდგენელი მხოლოდ ერთი კლანის წარმომადგენელია, იმ კლანის, რომელიც ყველას და ყველაფერს მართავს.

  ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში ლეონიდ თიბილოვმა თავის ოპონენტს დევიდ სანაკოევს ქვეყნის სასარგებლოდ თანამშრომლობა შესთავაზა და არჩევნების შემდეგ აღნიშნა, რომ ოსმა ხალხმა ხმა მისცა არა მარტო თიბილოვს, არამედ სანაკოევსაც, ამიტომაც არ შეიძლება საზოგადოების მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად დაყოფა, რადგან ყველამ ოსეთის გაერთიანებისა და კეთილდღეობისთვის უნდა იმუშაოს“,-წერს საიტი.