ნაციონალები მოსახლეობას მერაბიშვილის 1000–ლარიან ვაუჩერზე „დაკითხვას“ უწყობენ

ნაციონალები მოსახლეობას მერაბიშვილის 1000–ლარიან ვაუჩერზე „დაკითხვას“ უწყობენ

ვაკეში, მთაწმინდაზე, საბურთალოზე ნაციონალების კოორდინატორები  ასეთი სახის შკითხვას სვამენ:  იცნობთ თუ არა პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის ახალ ინიციატივას 1000-ლარიან ვაუჩერთან დაკავშირებით?   

თბილისის რამდენიმე რაიონში, "ნაცმოძრაობის" კოორდინატორები უკვე იმყოფებოდნენ და იმით დაინტერესდნენ რაში დახარჯავს მოსახლეობა 1000–ლარიან ვაუჩერს.

უკვე გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობა აცხადებს, რომ აღნიშნულ ვაუჩერს პირველ რიგში კომუნალურ გადასახადებში გამოიყენებს.

გამოკითხულ მოსახლეობას აინტერესებს: არის თუ არა ეს ამომრჩევლის მოსყიდვა და  რატომ არის ახალ ინიციატივაზე მითითება რომ ვანო მერაბიშვილს ეკუთვნის და არა მთავრობას?

ნაციონალების კოორდინატორები  ასევე გეკითხებიან აპირებ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას და  რომელ პარტიას მისცემ ხმას.

მმართველი პარტია ამავე გამოკითხვებში ინტერესდება კონკრეტული მაჟორიტარული ოლქების მიხედვით მათ მიერ შერჩეული კანდიდატების რეიტინგითა და მხადაჭერის ხარისხით.

იმ შემთხვევაში, თუ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა არ გსურს, მმართველი პარტიის წარმომადგენლები თავაზიანად იქცევიან და არჩევანის გაკეთებაში წარმატებასაც გისურვებენ.