უკრაინის საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციას ტიმოშჩენკო ციხიდან უხელმძღვანელებს

უკრაინის საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციას ტიმოშჩენკო ციხიდან უხელმძღვანელებს

დღეს უკრაინაში ოფიციალურად აიღო სტარტი წინასაარჩევნო კამპანიამ. მოქმედი პირები და  პარტიები უკვე განაწილებულია. ახალი სახეები უკრაინის ოპოზიციიდან არ ჩანს. გადაწყდა, რომ ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიას ციხიდან უხელმძღვანელებს იულია ტიმოშჩენკო.

სოციოლოგთა გამოკვლევის შედეგად, ბარიერს აუცილებლად გადალახავენ რეგიონების პარტია, ტიმოშჩენკოს „ბატკივშჩინა“, ვიტალი კლიჩკოს „უდარი“ და უკრაინის კომუნისტური პარტია. არ არის გამორიცხული სწორი კამპანიის პირობებში პარლამენტში მოხვდნენ ნატალია კოროლევსკაის პარტია „წინ-უკრაინა!“ და „თავისუფლება“.