უგანდაში იშვიათი და ძალიან საშიში დაავადება გავრცელდა

უგანდაში იშვიათი და ძალიან საშიში დაავადება გავრცელდა

Euronews-ის ინფორმაციით, უგანდაში ახალმა დაავადებამ- ებოლამ იფეთქა.  ებოლა ძალიან იშვიათი, თუმცა ძალიან საშიში დაავადებაა, რომელიც ხშირ შემთხვევებში ლეტალური შედეგებით მთავრდება. დაავადება ორი კვირის წინ ქვეყნის დასავლეთში შენიშნეს.

„დაავადების კლინიკური სურათი ჰემორაგიული ციებ-ცხელების მსგავსია. გადამდები დაავადებაა, რადგან ადამიანები ძალიან სწრაფად დაავადნენ, ხშირ შემთხევავაში კი ერთი ოჯახის წევრები, რომლებსაც ერთმანეთთან კონტაქტი ჰქონდათ. 20-დან 13 ადამიანი გარდაიცვალა“,-ნათქვამია უგანდის ჯანდაცვის სამინისტრო მიერ გავრცელეებულ განცხადებაში.

ებოლას საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერჯერობით არ გამოუგონებიათ. 12 წლის წინ უგანდაში ებოლას დაავადებით, 200-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.