ლაშა შავდათუაშვილმა ლონდონის ოლიმპიადაზე პირველი ოქროს მედალი მოიპოვა

ლაშა შავდათუაშვილმა ლონდონის ოლიმპიადაზე პირველი ოქროს მედალი მოიპოვა

20 წლის ქართველმა ძიუდოსიტმა ლაშა შავდათუაშვილმა ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე პირველი ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა ძიუდოისტმა  66 კგ წონითი კატეგორიის ფინალურ ორთაბრძოლაში,  31 წლის უნგრელი სპორსტმენი მიკლოშ უნგვარი დაამარცხა ნახევარფინალში ქართველმა ოლიმპიელმა იაპონელი სპორტსმენი მასაში ებინუმა დაამარცხა.

 მეოთხედფინალში ლაშა შავდათუაშვილმა დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი კოლინ ოატესი იპონით დაამარცხა.. ლაშა შავდათუაშვილმა ოლიმპიადაზე სულ 5 შეხვედრა გამართა, მათგან ოთხი იპონით, ხოლო ბოლო შეხვედრა იუკოთი მოიგო. ეს 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე ქართველებისთვის პირველი ოქროს მედალია.