ტელეკომპანიის პრეზიდენტმა ჯიმ უოლტონმა გადაწყვიტა თანამდებობა დატოვოს.
გავრცლებული ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება ტელეკომპანიის დაბალმა რეიტინგებმა გამოიწვია. ტელეკომპანია უშუალო კონკურენტებს Fox News-სსა და Channel MSNBC-ს რეიტინგებში მნიშვნელოვნად ჩამორჩება.
„მზად ვარ ჩემი ადგილი შედარებით ახალგაზრდა და ენერგიულ კანდიდატს გადავაბარო. ტელეკომპანიას ახალი სისხლი და ახალი ხედვები სჭირდება. მე კი მზადყოფნას გამოვთქვამ მისი ხელმძღვანელობით ვიმუშაო“,-განაცხადა უოლტონმა.
CNN 1980 წელს დაარსდა, ის ამჟამად Time Warner -ის საკუთრებაა. ჯიმ უოლტონი ტელეკომპანიაში 30 წელიწადი მუშაობს.