სირიის აჯანყებულთა დასახმარებლად ლიბიიდან „ბოევიკების“ შეჭრა აღკვეთეს

სირიის აჯანყებულთა დასახმარებლად ლიბიიდან „ბოევიკების“ შეჭრა აღკვეთეს

სირია-ლიბანის სასაზღვრო გამშვებ პუნქტ ელ-ბალადეხთან შეაირაღებული ბრძოლები გაიმართა მესაზღვრეებსა და ლიბანის „ბოევიკებს“ შორის, რომლებიც სირიის აჯანყებულთა დასახმარებლად ალეპოსკენ მიემართებოდნენ. 

სააგენტო SANA-ს ინფორმაციით, ლიბანელთა ორი რაზმი სირიის ტერიტორიაზე შეჭრას კიდევ ერთი სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან ცდილობდა, თუმცა მესაზღვრეებმა მათი მცდელობა აღკვეთეს. ლიბანელების დახმარებას ადგილობრივი მაცხოვრებლებიც ცდილობდნენ.

ვრცელდება ინფორმაცია ათეულობით დაღუპული და დაჭრილი ლიბანელის შესახებ, რაც შეეხება მესაზღვრეებს, მათი დაჭრის ან დაღუპვის შესახებ ინფორმაცია არ არის.