ანდრეი შევჩენკო: ვიმედოვნებ, რომ კალაძის მსგავსად ანგარიშებს არ დამიყადაღებენ

ანდრეი შევჩენკო: ვიმედოვნებ, რომ კალაძის მსგავსად ანგარიშებს არ დამიყადაღებენ

უკრაინის ეროვნული ნაკრებისა და  კიევის „დინამოს“ თავდამსხმელი ანდრეი შევჩენკო პოლიტიკაში მიდის. შევჩენკო იმედოვნებს, რომ  კახა კალაძის მსგავსად, საბანკო ანგარიშებს  მასაც არ დაუყადაღებენ.

„ჩამოვყალიბდი ჩემს მომავალთან დაკავშირებით. ალბათ,  გაგაოცებთ ჩემი ნათქვამი, მაგრამ ეს მომავალი ფეხბურთთან არ არის დაკავშირებული არამედ,  დაკავშირებულია პოლიტიკასთან. ამის შესახებ, ოფიციალურ განცხადებას გავაკეთებ“,- განაცხადა ანდრეი შევჩენკომ.

მისივე თქმით, მას აქვს ინფორმაცია მისი მეგობრის, კახი კალაძის საბანკო ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ „ვიმედოვნებ, ჩემთან დაკავშირებით ასე არ იქნება. მე ყველაფერი საიმედო ადგილზე მაქვს“.

ცნობისთვის, ანდრეი შევჩენკო კახი კალაძის მეგობარია.  ისინი „მილანში“ ერთად თამაშობდნენ. გარდა ამისა, შევჩენკო, კახი კალაძესთან ერთად, თბილისში პოლიტიკური კოალიცია  „ქართული ოცნების“ პრეზენტაციას დაესწრო.