ოზურგეთში  „ქართული ოცნების“ „კარდაკარის“  მონაწილეს  ანგარიში დაუყადაღეს

ოზურგეთში „ქართული ოცნების“ „კარდაკარის“ მონაწილეს ანგარიში დაუყადაღეს

ლანჩხუთში  „ქართული ოცნების“ პროგრამა „კარდაკარის“  მონაწილეების პირადი ანგარიშების დაყადაღების შემდეგ,  ანგარიში ოზურგეთში პროგრამა „კარდაკარის“ მონაწილე ტარიელ თევზაძესაც დაუყადაღეს.

თევზაძე „პროკრედიტ ბანკის“ კლიენტია და ანგარიშის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად გუშინ ბანკის ოზურგეთის ფილიალში მივიდა.

თევზაძის თქმით, მოლარემ განუმარტა, რომ ანგარიში თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით იყო დაყადაღებული.

„სხვა სახის ახსნა-განმარტება არ მოუციათ. ოფისის საქმის კურსში ჩაყენების შემდეგ ვიმოქმედებ კანონის შესაბამისად და დავიცავ ჩემს უფლევბებს“, - განაცხადა  თევზაძემ.

ოზურგეთში  პროგრამა „კარდაკარის“ მონაწილეებისათვის ინფორმაციის მიწოდება  მიმდინარეობს, რათა თითოეულმა მათგანმა შეამოწმოს პირადი ანგარიშის მდგომარეობა.