ჰონკონგელმა ქალებმა იაპონელებს გადაუსწრეს

ჰონკონგელმა ქალებმა იაპონელებს გადაუსწრეს

ბოლო 25 წლის განმავლობაში ითვლებოდა, რომ იაპონელი ქალები ყველაზე დიდხანს ცოცხლობდნენ. მათი სიცოცხლის  ხანგრძლივობის საშუალო მაჩვენებელი 86,3 წელს შეადგენდა. მეცნიერები თვლიდნენ, რომ ეს მაჩვენებელი იაპონელთა სწორი კვებისა დამსახურება გახლდათ.

წლევანდელი მონაცემებით, პირველ ადგილას ჰონკონგელი ქალები გავიდნენ. მათი სოცოცხლის ხანგრძლივობის საშუალო მაჩვენებელმა 86, 7 შეადგინა, იაპონელი ქალების კი 85,9 წელი.

მსოფლიო სტატისტიკური ორგანიზაციის განმარტებით, ეს შარშან იაპონიაში მომხდარმა 9 ბალიანმა მიწისძვრამ და ცუნამმა გამოიწვია, რომელმაც საერთო ჯამში 20 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.