ასადი წავა თუ არა მნიშვნელობა არ აქვს, ქვეყანაში ომია

ასადი წავა თუ არა მნიშვნელობა არ აქვს, ქვეყანაში ომია

Euronews-ის ინფორმაციით, ექსპერტები სირიაში შექმნილ სამოქალაქო ომზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ასადის წასვლა-დარჩენას აზრი აღარ აქვს, ქვეყანაში სამოქალაქო ომია, რომელსაც ვეღარ შეაჩერებ.

„იმ შემთხვევაშიც კი, თუ ასადი ხელისუფლებიდან წავა, საკმაო რაოდენობით რჩებიან მისი მომხრეები ალავიტები, ქრისტიანები, ქურთები, რომელთაც სასტიკად ეშინიათ „ძმები მუსლიმების“, ამიტომ ისინი ბოლომდე და თავდაუზოგავად იბრძოლებენ ახლანდელი რეჟიმის და არა კონკრეტულად ასადის რეჟიმის შესანარჩუნებლად“,-აცხადებს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ახლო აღმოსავლეთის ანალიტიკოსი ვალი ნასრი. 

ვალ ნასრის აზრით ერთადერთი გამოსავალი ქვეყანაში მდგომარეობის დესტაბილიზაციისთვის ნატო-სა და ევროკავშირის ჯარების შეყვანაა. „წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანათა ხოცვა-ჟლეტა გაგრძელდება და ქაოსი სადამდე მივა, არავინ იცის“,-აცხადებს ნასრი.