ამერიკაში ახალი „მერილენდელი ჯოკერი“ დააკავეს

ამერიკაში ახალი „მერილენდელი ჯოკერი“ დააკავეს

მერილენდის პოლიციამ კოლორადოს კინოთეატრში განხორციელებული მსგავსი დანაშაულის შესაძლო ფაქტი აღკვეთა. სამართალდამცავებმა ნეილ პრესკოტი დააკავეს, რომელიც თავის დამქირავებელს ტელეფონით ესაუბრებოდა და ემუქრებოდა.

„მე ჯოკერი ვარ. მე იარაღს გამოვიყენებ და  ყველას გაგანადგურებთ“,-ამბობდა პრესკოტი.

„მერილენდელი ჯოკერის“ ბინაში ჩხრეკისას სამართალდამცავებმა იარაღის მთელი საწყობი აღმოაჩინეს.

„კოლორადოელი ჯოკერი“ 24 წლის ჯეიმს ჰოლმსი კი  20 ივლისს კინოთეატრში შეიჭრა და სროლ ატეხა. დაიღუპა 12, დაჭრა 58 ადამიანი.