ერდოღანი: ასადი ხელისუფლებიდან მიდის

ერდოღანი: ასადი ხელისუფლებიდან მიდის

თურქეთის პრემიერ მინისტრის ტაიპ რეჯეპ ერდოღანის განცხადებით, ასადი მზადაა ხელისუფლება დატოვოს.

„სირია ახალი ერის საწყისთან დგას, ასადი ემზადება ხელისუფლების დატოვებისთვის, სირია კი თავისი ისტორიის ახალ ფურცელს გადაშლის“,-განაცხადა ერდოღანმა და აღნიშნა, რომ სირიიდან დევნილთა ბანაკთან აღარ არის საჭირო ბუფერული ზონების შექმნა. თურქეთის ხელისუფლებამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ დევნილთა ბანაკზე თავდასხმებს არ გამორიცხავს, ამიტომაც უსაფრთხოების გამკაცრებაა საჭირო.

რუსეთი კი თავის ძველ პოზიციას ახმოვანებს და აცხადებს, რომ  დასავლეთს მხოლოდ ასადის გადადგომა სურს და გარდამავალი მთავრობის შექმნაზე უარს ამბობს. „მთავარი აზრი ის არის, რომ დასავლეთი განაგრძობს აჯანყებულთა შეიარაღებას და ტერორისტულ აქტებსაც ამართლებს“,-აცხადებს ლავროვი.