ლორთქიფანიძე  პროკურატურაში  დაკავებული ზაზა სოფრომაძის  მოსანახულებალდ მიდის

ლორთქიფანიძე პროკურატურაში დაკავებული ზაზა სოფრომაძის მოსანახულებალდ მიდის

ოპოზიციონერი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე ამჟამად მთავარ პროკურატურაში მიდის, რომ დაკავებული ზაზა სოფრომაძე მოინახულოს.

როგორც from.ge-ს დიმიტრი ლორთქიფანიძემ განუცხადა, ზაზა სოფრომაძის ინტერესების დამცველი გელა ნიკოლეიშვილი მთავარი პროკურატურის მისაღებში იმყოფება, რომელსაც ზაზა სოფრომაძესთან არ უშვებენ.

„დემოკრატიულ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ზაზა სოფრომაძის დაკავება პოლიტიკურ მოტივებთან არის დაკავშირებული. ის დილის 4–ის ნახევარზე დააკავეს და მისი დაკავების მოტივები ამ დრომდე უცნობია. ზაზა სოფრომაძის კონსტიტუციით მინიჭებული უფლება რაც დაცვის უფლებას გულისხმობს ირღვევა“, - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.   

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის შოთა ხიზანიშვილი აცხადებს, რომ დემოკრატიული მოძრაობის“ მთავარი საბჭოს წევრი ზაზა სოფრომაძე მოწმის სტატუსით მთავარ პროკურატურაში იმყოფება.

ხიზანიშვილი ირწმუნება, რომ სოფრომაძე დაკავებული არ არის, ის მთავარ პროკურატურაში მოწმის სტატუსით იკითხება.