ვიეტნამმა რუსეთს სამხედრო ბაზების განთავსებაზე უარი უთხრა

ვიეტნამმა რუსეთს სამხედრო ბაზების განთავსებაზე უარი უთხრა

„ვიეტნამის ხელისუფლებამ შეიძლება პორტ კამრანში მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნის შესაძლებლობა მისცეს რუსეთს, რაც შეეხება სამხედრო ბაზებს, არცერთი სახელმწიფო უცხო სახელმწიფოს ამაზე არ დათანხმდება. რაც შეეხება რუსეთ-ვიეტნამის ურთიერთობებს, ის ჩვეულებრივად განვითრდება და გარძელდება.  მათ შორის სამხედრო თანამშრომლობაც“,-ეს განცხადება ვიეტნამის პრეზიდენტმა ჩიონგ ტან შანგმა „გოლოს როსიის“ ეთერში გააკეთა.

შანგის განცხადებით, კამრანი ვიეტნამის ტერიტორიაა. „ ვიეტნამი თავისი მიწების ერთადერთი პატრონია. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს-კამრანი ვიეტნამის პორტია“,-განაცხადა პრეზიდენტმა.  

ცოტა ხნის წინ, რუსეთმა განცხადება გააკეთა, რომ მას სამხედრო ბაზების დაბრუნება სურს კუბაში, ვიეტნამსა და სეიშელის კუნძულებზე.