ინგა გრიგოლია: მიშა სააკაშვილო, განათებული ბათუმით ტრაბახი ვეღარ გიშველის

ინგა გრიგოლია: მიშა სააკაშვილო, განათებული ბათუმით ტრაბახი ვეღარ გიშველის

„ქრისტიან -დემოკრატიულმა მოძრაობამ“ ბათუმში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. „ქდმ“- ს ერთ-ერთმა, ლიდერმა ინგა გრიგოლიამ  წინასაარჩევნო კამპანიის გახსნაზე საქართველოს პრეზიდენტი გააფრთხილა, რომ მას  განათებული ბათუმით ტრაბახი ვეღარ უშველის.

„ყველაზე მეტად მიშა სააკაშვილი თავს აჭარით და განათებული ბათუმით იწონებს ხოლმე. ყველაზე ხშირად, როცა უნდა დაამტკიცოს, ვითომ მაგარია, ახსენებს აჭარას. მე კი ვამბობ, დღეს ვეღარ უშველის სააკაშვილს განათებული ბათუმი, რადგან ბათუმში, ხულოში, ქედაში, ხელვაჩაურში, ქობულეთსა და მთელ აჭარაში ხალხს ისე უჭირს, ისე გაღატაკებულია, ისეთივე დამძიმებულია ცხოვრებით, ისევე ატირებულია, როგორც - საქართველოს სხვა დანარჩენ რეგიონში. ამიტომ, მიშას აქედან ვაფრთხილებთ, მიშა სააკაშვილო, ვეღარ გიშველის განათებული ბათუმით ტრაბახი“, - განაცხადა გრიგოლიამ.

გრიგოლიამ ასევე მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა, რომ ძლიერი სიცხის მიუხედავად წინასაარჩევნო კამპანიის გახსნაზე დასწრება შეძლეს.

„ახლა გაიგო ჩვენმა მთავრობამ, რომ სამსახურები არ გაქვთ და დასაქმება გინდათ. ახლა გაიგეს თურმე, რომ ხალხს უჭირს. ჩემი ინფორმაციით, აჭარაშიც შესაძლებელია ისევე მიაბან ელექტროენერგიის გადასახადს დასუფთავების გადასახადი, როგორი დანაშაულიც ჩაიდინეს თბილისში. აი, ამიტომაც აღარ უნდა დაუჭიროთ მხარი, მორჩნენ თქვენზე ექსპერიმენტების ჩატარებას“, - განაცხადა გრიგოლიამ.