ლონდონის ოლიმპიადის საიტი პოლიტიკური სკანდალების ადგილი ხდება

ლონდონის ოლიმპიადის საიტი პოლიტიკური სკანდალების ადგილი ხდება

BBC-ის ინფორმაციით, უკრაინის ოლიმპიურმა კომიტეტმა მოითხოვა ლონდონის ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზატორებისგან, სასწრაფოდ შეცვალონ პუნქტში უკრაინელი სპორტსმენების დაბადების ადგილი და ბოდიში მოიხადონ.

უკრაინელი სპორტსმენის ტატიანა ბაზიუკის დაბადების ადგილად მითითებულია ქალაქი ლუცკი, გვერდით კი რუსეთია აღნიშნული-ლუცკი (რუსეთი). ასეთივე შეცდომები აღმოჩნდა რამდენიმე უკრაინელი სპორტსმენების ბიოგრაფიებშიც.

ცოტა ადრე ანალოგიური პრეტენზიით გამოვიდა საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი, რომელმაც ყურადღება გაამახვილა ორი მოჭიდავის დაბადების ადგილების გრაფაზე.

„საუბარია თავისუფალი სტილით მოჭიდავეზე ბესიკ კუდუხოვზე, რომელსაც დაბადების ადგილად უწერია- სამხრეთ ოსეთი, რუსეთი და დენის ცარგუშზე, დაბადების ადგილი-გუდაუთა(აფხაზეთის ქალაქი), რუსეთი“,-ნათქვამია საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის Facebook-ის გვერდზე.

შეცდომები აღმოიჩნდა   რუსეთის ნაკრების კიდევ რამდენიმე წევრის ბიოგრაფიებშიც, რომლებიც სსრკ-ს ყოფილ რესპუბლიკებში იყვნენ დაბადებულები.