თურქეთში მყოფი ქართველი მეზღვაურები დახმარებას ითხოვენ

თურქეთში მყოფი ქართველი მეზღვაურები დახმარებას ითხოვენ

 თურქეთში მყოფი ექვსი ქართველი მეზღვაური უკვე რამდენიმე თვეა დახმარებას ითხოვს. ისინი ამ დროისთვის გემ ,,გრანდ აილენდის“ ბორტზე იმყოფებიან, რომელიც სტამბულთან ახლოს არის გაჩერებული. მათი თქმით, საკვები და წყალი უკვე კარგა ხანია შემოელიათ.

ქართველი მეზღვაურებს შორის არიან: ზვიად ბრუნჯაძე, რამინ გორგოშაძე, თემურ გოგროჭაძე, ჯემალ მგელაძე, მამუკა ქოჩალიძე და ვეფხია ცინცაძე.

როგორც მეზღვაურები აცხადებენ, ისინი სამუშაოდ რვა თვის წინ წავიდნენ და ე.წ საშიში ტვირთების სადგომზე მფლობელი კომპანიისაგან უკვე სამი თვეა უყურადღებოდ არიან მიტოვებული.

საქართველოში გამოსამგზავრებლად მეზღვაურები კუთვნილ გასამრჯელოს ითხოვენ. მათი თქმით, ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ორი თვის ხელფასი აქვთ აღებული.

 გემი ,,გრანდ აილენდი“ ბერძნულ ამერიკულ ფირმა ,,მეტმარს“ ეკუთვნის და ის თურქებს იჯარით აქვთ აღებული.