ინციდენტების პრევენციის ჯგუფი სამხრეთ ოსეთის საზღვართან მორიგ შეხვედრას მართავს

ინციდენტების პრევენციის ჯგუფი სამხრეთ ოსეთის საზღვართან მორიგ შეხვედრას მართავს

ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვართან ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის  მორიგი შეხვედრა მიმდინარებს.

შეხვედრაში ქართული, რუსული და ოსური მხარეები, ასევე, ევროკავშირისა და ეუთოს წარმომადგენლები მონაწილეობენ. ქართულ მხარეს შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახა ქემოკლიძე ხელმძღვანელობს, რომელიც ამ თანამდებობაზე გუშინ დაინიშნა. ასევე, ერგენთის შეხვედრაში პირველად მონაწილეობს შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის ახლად დანიშნული უფროსი ილია გამგებელი. რაც შეეხება ოსურ დელეგაციას, მას ხოხ გაგლოითი ხელმძღვანელობს.

მხარეები შეხვედრაზე საქართველოს და ცხინვალის რეგიონის ე.წ. საზღვარზე არსებულ ვითარებას განიხილავენ. 

შეხვედრის ერთ-ერთი საკითხი სოფელ ზარდნიაანთკარში რამდენიმე კვირის წინ გახსნილი ქართული პოლიციის საგუშაგოა, რომლის გაუქმებასაც ოსური მხარე მოითხოვს.