ქეით მოსი:  Rag & Bone & Belstaff : ევან მაკ გრეგორი (VIDEO)

ქეით მოსი: Rag & Bone & Belstaff : ევან მაკ გრეგორი (VIDEO)

დიზაინერებმა Rag & Bone, დევიდ ნევილმა და მარკუს უეინრატმა პირველი სერიოზული სარეკლამო კამპანია დაიწყეს, რომლის სახედ „ვიქტორია სეკრეტის“  საკულტო ტოპ-მოდელი ქეით მოსი აირჩიეს.

დიზაინერებმა სარეკლამო კამპანიისთვის, მოდის პროფესიონალი ფოტოგრაფი კრეიგ მაკდინი მოიწვიეს.

გადაღების ადგილი  ლონდონის, ერთ-ერთი, ცარიელი ქუჩა იყო, სადაც შედეგში  Rag & Bone-ის ბუტიკი უნდა გაიხსნას. არავითარი სტუდიური განათება, მინიმალური მაკიაჟი და პროფესიონალი,-  ხელის კამერით.  შედეგი,- ცოცხალი, განსხვავებული და ლამაზი გამოვიდა, რომელმაც შესანიშნავად გადმოსცა  ბრენდის ახალი საშემოდგომო კოლექციას.

წელს Rag & Bone-ს არსებობის 10 წლის იუბილე აქვს, ამ თარიღთან დაკავშირებით, ბრენდი წლევანდელ ლონდონის მოდის კვირეულზე თავის ახალ კოლექციას წარმოადგენს.

რაც შეეხება, ინგლისურ  მოდურ ბრენდს Belstaff, მათ სარეკლამო სახედ ჰოლივუდის ქარიზმატულ მსახიობი ევან მაკ გრეგორის  აირჩიეს და  სარეკლამო კამპანიაშიც მიიწვიეს. მსახიობი, რომელიც მოდის ინდუსტრიასთან თანამშრომლობას მუდამ გაურბის, ტანსაცმლის ინგლისურ ბრენდს  მოულოდნელად დათანხმდა.

ბოლოს  ევან მარ გრეგორი Davidoff-ის რეკლამაში, 2008 წელს გამოჩნდა.