გაერო სირიასთან დაკავშირებით სასწრაფო ქმედებებს მოითხოვს

გაერო სირიასთან დაკავშირებით სასწრაფო ქმედებებს მოითხოვს

ბოსნიაში და ჰერცოგოვინაში ვიზიტისას გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა სპეციალური განცხადება გააკეთა და მსოფლიოს ლიდერებს გადამწყვეტი ქმედებებისკენ მოუწოდა.

„ ბოსნიიდან და ჰერცოგოვინიდან, რომლებმაც ჭრილობები თითქმის უკვე მოიშუშეს, მოგიწოდებთ მთელს მსოფლიოს: უნდა ვიმოქმედოთ ერთად და უნდა ვიმოქმედოთ სასწრაფოდ! სირიაში სისხლისღვრა უნდა შეწყდეს!“,-განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმ.

პან გი მუნმა ალეპოში მიმდინარე ბრძოლებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ასადის ხელისუფლებამ ძირითადი ძალები ალეპოსკენ გადაისროლა, ქალაქს და მის შემოგარენს ბომბავენ მიწიდანაც და ჰაერიდანაც. „სასწრაფოდ უნდა შეწყდეს სისხლისღვრა სირიაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, დანაკარგი ძალიან ბევრი იქნება“,-განაცხადა პან გი მუნმა.