შსს-ს ინციდენტების პრევენციის ჯგუფში კახაბერ ქემოკლიძე წარმოადგენს

შსს-ს ინციდენტების პრევენციის ჯგუფში კახაბერ ქემოკლიძე წარმოადგენს

ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების ჯგუფის ფორმატში არსებულ შეხვედრებზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლად საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის, ანალიზისა და კოორდინაციის სამმართველოს უფროსის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

ამასთანავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ კახაბერ ქემოკლიძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატშიც იქნება ჩართული.

ცნობისთვის, აღნიშნულ მოლაპარაკებებში მანამდე, შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი იყო ჩართული, რომელიც ამჟამად პრემიერის აპატარში აგრძელებს მუშაობას.